ჩემს ცხოვრებაში არიან ადამიანები, რომლებიც მათთვის ნაბოძებ ბოროტებას სიკეთით აბრუნებენ უკან. უბრალოდ სხვანაირად არ შეუძლიათ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია, რადგან მათთვის გულის ტკენა მარტივია. ბარტიც მსგავსი ადამიანია. როცა უღალატეს არ მოინდომა სამაგიეროს გადახდა(მე გადავუხდიდი ან არ დაველაპარაკებოდი მაინც), პირიქით, სიმშვიდეს გრძნობდა. ჰო, მართალია, რეცენზიაშიც ხომ წერია, რომ ბარტი ოპტიმისტი იყო.
...
მე ახლა 17 წლის ვარ. 13 წლის რომ ვიყავი, აღარც კი მა��სოვს რა ხდებოდა ჩემს თავს, მაგრამ კრებული მაქვს. ლია სტურუას ლექსები, სადაც ყოველდღიურად ვწერდი რას ვგრძნობდი, ვუსმენდი, რა გავაკეთე დღეს, რა დავხატე ან სკოლაში რა ხდებოდა. დასკვნა ისაა რომ ძალიან ტრაგიკული ცხოვრება მქონია. 😃 სევდიანი ვყოფილვარ და ვაჰ, მგონი მაგ ასაკში ყველა ესეა, მაგრამ ყველას არ შეუძლია უარყოფითი კარგით შეცვალოს. გააკეთოს რამე სასიამოვნო, დადებითი. მაგალითად, ბა���ტიმ, რომელიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა დედასთან ერთად, გადაწყვიტა მოეწყო შაბათობა, თუმცა ფიქრობდა რომ არავინ მოვიდოდა ამ დღეს სადარბაზოს დასალაგებლად...
ჩვენ ხომ არ ვიცით რა გველის მომავალში?! ამიტომაა "ნებისმიერი გამოწვევა ხელგაშლილებმა რომ უნდა მივიღოთ" და შემდეგ მივხვდებით - "ცხოვრება სწორედ იმიტომაა მშვენიერი, რომ არასოდეს იცი, მომავალში რა მოხდება. ყოველი დღე საჩუქარივითაა. როცა გახსნი, მაშინღა ნახავ, რა გერგო". ბარტის ყველაფერი კარგი ერგო სიკეთის ნაცვლად. შეიძლება ერთ დღეს მოგვადგეს ვიღაც და დაგვცინოს იმის გამო რომ ვუსმენთ ოპერას, არ გვაქვს კეთილმოწყობილი ბინა ან ვერ ვფლობთ ველოსიპედის ტარებას, მაგრამ იცით რა? არაუშავს. გავა დრო და ისინი მიხვდებიან რომ ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია და ჩვენც გავიაზრებთ, რომ არაფერია შეუძლებელი თუკი ჩვენ მოვინდომებთ.
სწორედ ამ იდეოლოგიით ვაპირებ ვისწავლო და შემდეგ ვასწავლო სხვებსაც. ამიტომ არ უნდა დავივიწყო "ბალადა გატეხილ ცხვირზე" იქამდე, ვიდრე მოსწავლეები არ მეყოლება და მათთვის დამატებით საათებზე წიგნის წაკითხვას არ გადავწყვეტ. 😌🌲
P. s. უკვე სტუდენტი ვარ. Goodreads-ის რევიუებში ხშირად ვწერდი ჩემს აბიტურიენტობაზე, ახლა კი უკვე უნის მოლოდინში ვარ. 👏