What do you think?


გალობანი სინანულისანი
მეფე დავით აღმაშენებლის (XI-XII ს.ს.) საგალობელი. დაწერილია სასულიერო ლირიკაში ღრმად დამუშავებული (ეფრემ ასურის, ანდრია კრეტელის, იოანე დამასკელის და სხვათა საგალობლები) სინანულის მოტივზე. მიუხედავად ამისა, ორიგინალური პოეტური ნაწარმოებია. საგალობელში გადმოცემულია ზოგადსაკაცობრიო სევდა, ავტორის ღაღადისი მაცხოვრისა და ღვთისმშობლისადმი.
47 pages, Mass Market Paperback
Published January 1, 1989
About the author
David the Builder
1 book2 followersDavid IV, byname David the Builder (born 1073—died 1125), king of Georgia (1089–1125). Sometimes known as David II, he became coruler with his father, Giorgi II, in 1089. David defeated the Turks in the Battle of Didgori (1122) and captured Tbilisi. Under his leadership Georgia became the strongest state in Caucasia.
Ratings & Reviews
Friends & Following
Create a free account to discover what your friends think of this book!
Community Reviews
Displaying 1 - 5 of 5 reviews
February 7, 2016
ძალიან მაგარი რამეა... რუსულადაც კი წავიკითხე (გერმანული არ ვიცი)... მაგრამ საინტერესოა, რამდენად გულახდილია ამ აღსარებაში დავით აღმაშენებელი და რამდენად მართლა თავისი დაწერილია. სავარაუდოდ ცოდვები ცოტა უტრირებული კი იქნება, იმ პერიოდში მაინც ჰიპერბოლა სტანდარტი იყო, ჰიმნოგრაფიაში - ხომ საერთოდ.
ასევე ნეტა ხომ იქნებოდა ეს თვით-ინდულგენციის მცდელობა? თუმცა, ასეც რომ იყოს - როცა მეფე, თანაც მე-12 საუკუნის მეფე, აი ასე ცდილობს ცოდვების შემსუბუქებას, უკვე რაღაცას ნიშნავს.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ლიტერატურული ძეგლი - შესანიშნავი რამეა!
ასევე ნეტა ხომ იქნებოდა ეს თვით-ინდულგენციის მცდელობა? თუმცა, ასეც რომ იყოს - როცა მეფე, თანაც მე-12 საუკუნის მეფე, აი ასე ცდილობს ცოდვების შემსუბუქებას, უკვე რაღაცას ნიშნავს.
მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, როგორც ლიტერატურული ძეგლი - შესანიშნავი რამეა!
July 3, 2022
იყო მეფე და გქონდეს ამოდენა აღიარების და შეცნობის უნარი საკუთარი ქმედებების შემდეგ რთულია...
January 4, 2021
დიდად სამართლიანი და ადამიანურია ის, რომ ეს ბუმბერაზი მეფე წმინდანადაა შერაცხული. როდესაც ნებისმიერი ადამიანი გაეცნობა მის საკვირველ, განუმეორებელ მოღვაწეობას, საკუთარი მიწისთვის უზარმაზარ თავდადებას და ამ ყველაფრით ამ ჩვენი უიღბლო ქვეყნისთვის მოტანილ განუზომელ სიკეთეს და თან ამ მის წარმოუდგენელ ნაწარმოებსაც წაიკითხავს, აი მაშინ ამ მკითხველს აღარ დარჩება არცერთი მისხალი ეჭვი იმისა, იყო თუ არა ეს დიდი მეფე წმინდანი და უნდა ვიხსენიებდეთ თუ არა მას წმინდანად. რანაირი სულის სიღრმეა მის სიტყვებში, რა გამაოგნებელია ეს გალობანი! ვერ აღწერ ამას სიტყვებით. გონების მთელი ძალით წაკითხვა და შეგრძნება უნდა.
March 8, 2026
რამდენჯერ წავიკითხე , რამხელა არსი აქვს , რამდენის მთქმელია და მაინც ჩემს მიღმაა. ვწვდები ერთ წამს ერთი ვართ და მეორე წამს სიცარიელე. ალბათ თაობათა, მოვლენათა და ენობრივი განსხვავებების ბრალია.
“თითოეულსა მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე მრავალგუარსა და მრავალხატსა და სხუა ჟამ სხუებრ ხილულდა და მკსინვარსა ბუნებისაებრ თითოეულისა”
“თითოეულსა მხეცთაგან შეზავებულსა მხეცსა ვემსგავსე მრავალგუარსა და მრავალხატსა და სხუა ჟამ სხუებრ ხილულდა და მკსინვარსა ბუნებისაებრ თითოეულისა”
Displaying 1 - 5 of 5 reviews





