Jump to ratings and reviews
Rate this book

მოგონებები

Rate this book
კრებულში წარმოდგენილია ექვთიმე თაყაიშვილის ჩანაწერები მისი დროის უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ მოვლენებზე, ასევე, სამშობლოში დაბრუნებული მხცოვანი მეცნიერის მიერ ნაკარნახევი მოგონებები ქართველი მწერლებისა და მათი ცხოვრების ცალკეული მნიშვნელოვანი ეპიზოდების შესახებ.

120 pages, ebook

Published January 1, 2014

8 people want to read

About the author

Ratings & Reviews

What do you think?
Rate this book

Friends & Following

Create a free account to discover what your friends think of this book!

Community Reviews

5 stars
3 (75%)
4 stars
0 (0%)
3 stars
1 (25%)
2 stars
0 (0%)
1 star
0 (0%)
Displaying 1 of 1 review
Profile Image for Gia Jgarkava.
448 reviews50 followers
February 29, 2016
ეს მოგონებები იმ უიშვიათესთაგანია, როგორიც ყველა მოგონება და მემუარი უნდა იყოს - მაქსიმალურად პირადი გამოცდილება და ამადროულად მაქსიმალურად ობიექტური! ესეთი რამეები ძალიან იშვიათია და მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ მოგონებების ავტორი ან მეცნიერია ან მეცნიერულად აზროვნებს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეორე ასეთი რამ მხოლოდ ტროცკის სტალინი ვიცი :) მართლა!

თეორიულად ექვთიმე თაყაიშვილის პატივისმცემელი ყოველთვის კი ვიყავი (TV, ვიკიპედია, სხვადასხვა სტატიები), მაგრამ სინამდვილეში რა დიდებული ადამიანი ყოფილა [ჩემი კრიტერიუმებით] ეხლა გაივიგე! ყველაზე სახასიათო ილია ჭავჭავაძესთან კამათის დეტალებია, როდესაც ექვთიმე ილიას უმტკიცებდა (რომლიღაცა სამეცნიერო ნაშრომის განხილვისას), რომ კარგი სტატიაა, რადგან მეცნიერულად ფაქტიურ მასალაზე და ლოგიკაზეა დაფუძნებულიო, ილია კი ამბობდა არაა კარგი სტატიაო [რადგან იქ რომელიღაც ქართული ინტერესი ირღვეოდა]. საბოლოოდ ილია თანამხმებია რომ კი მეცნიერებაში მთავარია მეცნიერული სიმართლე და მერე ნაციონალური ინტერესი, მარა ამჟამად საქართველოს უფრო ქართველობა ჭირდება, ვიდრე მეცნიერებაო. რომელი პოზიციაა სწორი, არ ვიცი, მაგრამ მე თაყაიშვილისკენ ვარ. მით უმეტეს, რომ პატრიოტობა და ქვეყნისთვის თავდადება, ჩემი მოკრძალებული აზრით, ექვთიმეს შეიძლება ილიაზე მეტიც ქონდა, მგონია რომ უფრო შრომისმოყვარეც იქნებოდა, ბანქოც არ აინტერესებდა, სმა-ჭამაც - ნაკლებად... ისე არ გამიგოთ, თითქოს რამე საწინააღმდეგო მქონდეს ილია-აკაკის ტიპის საზოგადო მოღვაწეებისადმი, მაგრამ მე მგონი თაყაიშვილისნაირი პროფესიონალი და შრომისმოყვარე ადამიანები უფრო მეტნი რომ იყვნენ, რაღაცა მართლა გვეშველება - თავადაზაური, მოქეიფე, პოეტი ერისკაცები ისედაც არ გვაკლია.

ამ პატარა წიგნიდან ბევრი საინტერესო უკვე გავიგე და კიდევ უფრო ბევრის წაკითხვის მუღამიც გამიჩინა. გირჩევთ ძალიან.
Displaying 1 of 1 review

Can't find what you're looking for?

Get help and learn more about the design.