გორა მბორგალი: რომანი წვართანი, ყოფნათა, აღსრულებათა და მიქცევათათვის.
მწერალი და საზოგადო მოღვაწე ჭაბუა ამირეჯიბი მოთხრობების, რამდენიმე კრებულის, მრავალი კრიტიკულ-პუბლიცისტური სტატიის, სხვადასხვა ჟანრის კინოსცენარისა და რომანების ავტორია. მისი ნაწარმოებები მსოფლიოს ოცდაცხრა ენაზეა თარგმნილი; რომანი მოგვითხრობს იაგორ კარგარეთელის, იგივე გორა მბორგალის თავგადასავალს, რომელიც იმჟამინდელმა წყობამ მონათლა ეგრეთ წოდებულ "ხალხის მტრად". თავისუფლების მოსაპოვებლად იგი რამდენჯერმე გარბის საბჭოური ბანაკებიდან. რომანი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში ძალიან ბევრი რეალური ამბავი და პიროვნებაა.
თავსიტყვა რევაზ თვარაძისა ბოლოსიტყვა დავით თევზაძისა რედაქტორი: თამარ ჯავახიშვილი
Mzechabuk "Chabua" Amirejibi, (often written as "Amiredjibi", Georgian: მზეჭაბუკ "ჭაბუა" ამირეჯიბი) (born November 18, 1921) is a Georgian novelist and Soviet-era dissident notable for his magnum opus, Data Tutashkhia, and a lengthy experience in Soviet prisons.
Amirejibi's most famous novel and one of the best works in modern Georgian literature, Data Tutashkhia (დათა თუთაშხია, 1971-5), achieved sensational success for the magazine Tsiskari and fame for the writer himself. Conceived while in Amirejibi’s years in prison, it was only through the intervention of the contemporary Georgian Communist Party chief Eduard Shevardnadze that this substantial novel of over 700 pages, passed the Soviet censors and got published. The novel is a story of a Georgian outlaw of the Imperial Russian period, a very popular theme in Georgian literature, and combines thrilling escapades with Dostoevskian dealings with the fate of an individual and national soul. The story is narrated by a Russian gendarme, Count Szeged, who frequently passes the story-telling on to other characters. The novel follows the life of outlaw Data Tutashkhia, who spends years eluding capture by the Tsarist police. They are led by Data's cousin, his detached and imperturbable double, Mushni Zarandia. The book, and the feature film based on it, turned Data Tutaskhia into an iconic hero, widely popular in Georgia.
Amirejibi has been decorated with the highest civil orders of Georgia and several Russian and international literary awards.
დათა თუთაშხია ვგონებ ორიოდე წლის წინ წავიკითხე. ახლა მაგაზე არ ვიტყვი, არც იმაზე - "მოპარული" რომ აქვს თუ გადაწერილი, თან ზოგმა გამსახურდიასგანო და გამსახურდია რომანს კიარა 5 კაპეიკს არავის შეარჩენდა :) ნუ, ტექსტუალურ ანალიზში აღარ შევალ. ისევ მბორგალისა ვთქვათ, თუმცა ნამდვილად მქონდა ინტერესი, კიდევ რამე წამეკითხა ამირეჯიბის. ალბათ იმ ხმებიდან გამომდინარეც, მაგას სხვა არაფერი აქვს დაწერილიო. მოკლედა ვთქვათ: სიუჟეტი დიდი არაფერი. პატიმარი გამორბის გადასახლებიდან და მოდის და მოდის (\ვტორის პროტოტიპია). მაგრამ ამ მსვლელობაში იხსენებს ბავშვობას, ოციან წლებს, ოცდაათიანებს, როგორ "გაწმინდეს" კლასობრივი მტრებისაგან საქართველო, ბევრ ცნობილ ადამიანს ვიცნობთ და რამერუმეებსაც გავიგებთ მათზე. თუმცა (ან რაღა თუმცა) მძიმე წიგნია, ზედმეტად ნატურალისტური. მომეწონა და ერთხელ წაკითხვად კიდეცა ღირს. P.S. დაკაბადონებაა საზარელი. ახალ წიგნს ყდა გასძვრა.
2017 (rating 3) : კიბატონო, ვაღიარებ - ბოლო 12 თუ 15 წლის მანძილძე ჩემი გემოვნება და შეფასების კრიტერიუმი და შეფასების ხარისხი აშკარად შეიცვალა. შესაბამისად ამ წიგნის ოდესღაც 4, დღეს არის 3. რატომ? მარტივია - დათა თუთაშხიასგან განსხვავებით ეს უფრო ვიწრო-ნაციონალური და ვიწრო-სუბიექტური ნაწარმოებია. წიგნის 3/5 არის რეალურად მწერლის დღიური, მხატვრული ავტობიოგრაფია, 1/5 არის მსოფლმხედველობის პრეზენტაცია და კიდევ 1/5 დაბალი დონის დეტექტიური დრამა. თვითონ ლიტერატურული კუთხითაც პრინციპში სუსტია - ძალიან ძალიან ბევრია ჰაერი, დაახლოებით ასეთი:
მოდი, რას გეტყვი იცი? რახან ამ სამუზეუმო ექსპონატზე - მამაძაღლ ლინაზე, - ამდენი იფიქრე, სხვა ქალებიც ზედ მივაყოლოთ, ჩემი წარსული ქალები გავიხსენოთ... სიყვარულები?.. არა, ქალები, გზად რომ შემომეყარნენ, სხვა ქალები... მაშინ ვალკები მოვიგონოთ, ექვსი ვალკა მოგვიგროვდა... კაცო ყველა ცუდი ხომ არ იყო, ერთი მათგანი ნაღდად კარგი იყო. მეორე პროსტიტუტკა, მაგრამ... კარგი, რომლით დავიწყოთ?... რომლითაც გნებავს, მეტი გონსასეირო რად გინდა?.. მაშინ ჯანკოელი ვალკა!.. როგორი თანმიმდევრობით, ქრონოლოგიურად?.. არა, რომელიც მოგვეხასიათება.
... და ასე შემდეგ - ანუ ცნობიერების ნაკადი ძალიან არასაინტერესო შორისდებულებითა და ისეთი პაუზებითა და კავშირებით სავსე, როგორც არ არის ბუნებრივი და რეალური - ეს წიგნი კი ზუსტად რეალობაზეა და თვალს ჭრის ხელოვნურობა. წიგნში ფაქტიურად 1 მნიშვნელოვანი პერსონაჟია, რომელიც მოგონილია, დანარჩენები - ყველა ნამდვილი და ზუსტად ისაა პრობლემა, რომ ეს მართლაც საინტერესო ავტობიოგრაფია თუ დღიური, ცოტა ყალბ სარჩულშია მოქცეული.
ქვემოთ ძველ რევიუსაც დავტოვებ - 15-წლიანი მეტამორფოზის შედეგის თვალსაჩინოებისთვის :)
P.S. თუთაშხიაც ალბათ მაინც ამირეჯბის დაწერილია...
2002-2005 (rating 4): ვერ ვხვდები რატომ არ მოსწონთ ეს წიგნი, თან იმდენად რომ იმის საფუძვლად იშველიებენ თუთაშხია ამირეჯიბის არაა, ესეც და ისიც ერთი კაცის დაწერილი ვერ იქნებაო. მე მგონი, რომ ზუსტადაც რომ პირიქით! გასაგებია, რომ დათა-თუთაშხიასნაირი წიგნი ეს არაა, მაგრამ ცალსახად სუბიექტურ რამეებს თავი რომ დავანებოთ, ობიექტურად ისინი სულ სხვადასხვა ეპოქაშია დაწერილი, სხვადასხვა ფიქრებით, სხვადასხვა ქვეყანაში და სხვადასხვა პოლიტიკურ-საზოგადობრივ წყობაში!
და აი ამ ყველაფერის გათვალისწინებით მე მგონი ზუსტადაც კარგად ჩანს, რომ ერთი და იმავე ადამიანის დაწერილია - უბრალოდ, პირველი ისეთ დროს არის შექმნილი, რომ მწერლისგან მოითხოვდა მთელი თავისი ხელოვნების მობილიზებას, რომ სათქმელი ისე ეთქვა, მაინცდამაინც ვერავინ მოდავებოდა, ისე დაემალა შავი თეთრში, რომ ცოტა თავლთ ვისაც აკლდა ის ვერ მიმხვდარიყო ფერს. მეორე წიგნის დროს კი არ არსებობდა ბერკეტები, რომლებიც მწერალს საიდუმლო იარაღის გამოყენებას აიძულებდა, ამიტომაც არის чтиво, მაგრამ ძალიან კარგი და ძალიან საინტერესო.
ძალიან ძლიერი წიგნია გორა მბორგალი. სხვანაირი. დატა თუთაშხიას არასოდეს შევადარებ, რომელი ჯობიაო. არა. სხვაა. აქ მწერალი აშკარად სულ სხვა, ძალიან დიდ, მისი ცხოვრებაში და იმ ეპოქაში ჩვენს ქვეყანაში და იმ მახინჯ იმპერიაში მომხდარ ზემნიშვნელოვან ძვრებს შეეხო. თუმცა უბრალო ადამიანების პირადი სამყაროც, განცდები, უბედობა, ტრაგედიებიც არაჩვეულებრივად, რეალისტურად და სულისშემძვრელადაა იქ ნაჩვენები. რამდნეი შოკისმომგვრელი ეპიზოდია აღწერილი ამ წიგნში... ბიძაჩემმა იმპერიას ჩანაფიქრი გაუშიფრაო – მეფის რუსეთის იმპერიამ სოციალისტური სისტემით შექმნილ საბჭოთა იმპერიაში გადაირჩინა თავიო... დიდი წიგნია.
დაბალი ხარისხის დეტექტივი და ბანაკიდან გაქცევა ჩარჩოა იმ მოგონებების გასახსენებლად, რასაც მთავარი პროტაგონისტი გორა მბორგალი მთელი გზის განმავლობაში იხსენებს. ამ მოგონებებიდან 3/4 ძალიან პირადული და ალბათ ვიწრო წრისთვისაა საინტერესო და მხოლოდ 1/4-ა ისეთი, რომლებიც ნაცნობ გვარ-სახელებს შეიცავს და შეიძლება სხვებიც დააინტერესოს.
მოკლედ შ ა ვ ღ ო ნ დ ი.
პირველი წიგნი იყო ჭაბუა ამირეჯიბის და მაგრად გამიცრუვდა იმედი. მწერალი უნდა ხვდებოდეს ზღვარს, რამდენი ისტორია მოყვეს და რამდენის შემდეგ იქნება მომაბეზრებელი მკითხველისთვის. ეს აქ ვერ ვნახე. უამრავი ისტორიაა, გადახდენილი თუ გამოგონილი. უმეტესობა კონტექსტის შეუსაბამო.
დათა თუთაშხიას და გორა მბორგალს ერთი მწერალი ვერ შექმნიდაო... რატომ ჩნდება ეს ეჭვი? დიახ, სტილი განსხვავებულია, თუმცა ვის შეუძლია დაამტკიცოს, რომ დათა და გორა სხვადასხვა სამყაროდან არიან? ორივე იბრძვის - ერთი აბრაგობის გზას დასდგომია, მეორე გულაგიდან გარბის. განსხვავე��ულად ცდილობენ სისტემასთან დაპირისპირებას, მაგრამ ამ წიგნების მთავარი და ერთი შეხედვით მეორეხარისხოვანი გმირები (თუნდაც წამით გაიელვონ) ამ დაუსრულებელი ბრძოლის ნაწილად ქცეულან...
ხანდახან ნამეტანი მოსდის. გაქცევის ნაწილი მაინც ყველაზე საინტერსოა და თან უფრო 'თუთაშხიური', დანარჩენი რეალური ამბები უბრალოდ იმდენია და ისეთი დეტალური, რომ მხოლოდ ნაწილი იქცევს ყურადღებას - ის ნაწილი, სადაც ნაცნობი ადგილები და სახელ-გვარები გხვდება.
განსაკუთრებით გირჩევთ ამ წიგნს მათ, ვისაც საბჭოთა ტოტალიტარული ყოფა, საბჭოთა ციხე და პარადოქსებით გაჯერებული ცხოვრება გაინტერესებთ. ეს წიგნი არის საუნჯე ისტორიებისა, რომლებსაც დღეს ვერავისგან მოისმენთ.
შარშან წავიკითხე ეს წიგნი. "წავიკითხე" სულ ოდნავ გადაჭარბებულია, რადგან ბოლო გვერდებს მხოლოდ თვალი გადავკარი, ინტერესი უკვე აღარ მქონდა. საოცრად იმედგაცრუებული დავრჩი ქაოსური თხრობით, ჭერეხივით ჩაყრილი უამრავი პერსონაჟით, ერთმანეთში არეული ტყუილ-მართლით, ერთიმეორესთან ლოგიკური კავშირის არმქონე ისტორიებით. თითქოს ცნობიერების ნაკადზეა აგებული რომანი, მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, რაღაც ლოგიკა ხომ უნდა იგრძნობოდეს-ერთიანობის განცდა დატოვოს, რომ "ნაკადი" დაერქვას და, არ ხდება ასე. ძირითადი ქარგა, რომელზეც არის მერე აგებული ეს "ცნობიერების ნაკადი", ძალიან მარტივია-კაცი (ავტორის ალტერ ეგო) გარბის ციმბირის ბანაკიდან და გზაში იხსენებს წარსულ ცხოვრებას და თავგადასავლებს. მას მისდევს ბანაკის უფროსი მიტილენიჩი (როგორც ბოლოსიტყვაობა გვეუბნება-კრებითი პერსონაჟია, კონკრეტული პროტოტიპი არ ჰყავსო) და ამ დევნაზე, შეიძლება, კაცს გაახსენდეს როგორც ფილეას ფოგი და მაძებარი ფიქსი, ისე-"ვარდისფერი პანტერას" გამომძიებელი კლუზოც კი. თავისთავად, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ, ნაწარმოებს დეტექტივს ნამდვილად ვერ დაარქმევ, ნული კლასის დონეა. კრიტიკოსები გვეუბნებიან-ამით ავტორმა სისტემასთან თავისი დაპირისპირება გამოსახაო, მაგრამ, რა ვქნა და, ძალიან უხეიროდაა ასახული ეს ყველაფერი და არასერიოზულ ხასიათს ატარებს. ჩემი აზრით, ჯობდა, რომ უბრალოდ, მოგონებები დაეწერა თავისი ცხოვრების შესახებ, ცალკეულ ეპიზოდებად. მოქმედი პირების სახელების შეცვლაც შეიძლებოდა, თუ რამეა. ასე გაცილებით უფრო მოწერიგებულად დალაგდებოდა ისტორიები და უფრო მარტივად აღსაქმელიც იქნებოდა როგორც თავად ავტორის თავგადასავალი, ისე-იდეაც (როგორც გვიმტკიცებენ-მისი დაპირისპირება სისტემასთან). აქვე აღვნიშნავ, რომ პირველად ამ რომანის ნაწყვეტი ერთ ძველ ჟურნალში ვნახე, ბარე 30 წლის წინ. ეს იყო ეპიზოდი, როცა გორა ბარსუკს ხვდება. მართლა მომეწონა და ვიფიქრე-კარგი წიგნი იქნება-მეთქი, მაგრამ, როცა წავიკითხე, ამდენი წლის შემდეგ, მივხვდი, რომ ეს მთელ წიგნში საუკეთესო ეპიზოდი იყო-დინამიკური, იდუმალი, ცოცხალი თხრობით. სამწუხაროდ, მეტად აღარასოდეს დამრჩენია ეგეთი შთაბეჭდილება, მთელი წიგნის მანძილზე. პ.ს. თემურ ბაბლუანის "მზე, მთვარე და პურის ყანაზე" ცოტა უკეთესია-რეალურ ადამიანებზე მაინც არის მოთხრობილი და არც ბოლოში სრულდება ერმალო მაღრაძის სტილში.